Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, 2 დეკემბრიდანგიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი წარუდგინა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. გიორგი ბადაშვილმა საკუთარი ხედვა გააცნო სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს, მომავალი საქმიანობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე. გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილედ, ხოლო 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.

XS
SM
MD
LG