Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქადაგიძე: მთავარი ეკონომიკური შოკი უკვე ასახულია ლარის კურსზე


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსზე უკვე ასახულია. “სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით“, - განუცხადა დღეს თბილისში, ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია პიკს მომავალი წლის პირველ კვარტალში მიაღწევს, სამიზნე მაჩვენებელს კი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. „თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

XS
SM
MD
LG