Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამართალდამცავებმა დააკავეს შრი-ლანკის 6 მოქალაქე


სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრი-ლანკის 6 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი აყვანა სოფელ კარწახში განხორციელდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები თან არ ჰქონდათ და საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ, - აცხადებენ შსს-ში. მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებულები ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გადაეცა.

XS
SM
MD
LG