Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ რვა წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის


ფიფას ეთიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქმიანობას 8 წლით ჩამოშორდნენ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი. ინფორმაციას ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი ავრცელებს. 8 ოქტომბერს ფიფას ეთიკის კომისიამ პლატინი და ფიფას ამჟამინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი 90 დღით ჩამოაშორა ფეხბურთთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობას. საქმე ეხება ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის.ბლატერსა და პლატინის დაიკისრათ ასევე ფულადი ჯარიმის, პირველს 46 ათასი ევროს, მეორეს კი 74 ათასი ევროს გადახდა.

XS
SM
MD
LG