Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ახალ წლამდე ვარაუდობს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. „მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდი უკვე 4 წელია ერთად ვიბრძვით, ვშრომობთ და ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გაწეული მუშაობისთვის, საქმისთვის და პატივი ვცე მის თავისუფალ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, როგორც მან თავად განაცხადა", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომ, მთავრობა გადამდგარად ითვლება. ამასთან უსუფაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, ვიდრე საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის.

XS
SM
MD
LG