Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში მოქმედი ახალი სავიზო წესები გადაულახავი აღმოჩნდა ლტოლვილთათვის


ფინეთში ახალი სავიზო წესები, რომლებიც ბორნით მგზავრობისთვის შემოიღეს, გადაულახავი აღმოჩნდა ლტოლვილთათვის, რომლებიც ფინეთში გერმანიიდან ჩასვლას ცდილობენ. ამის შედეგად შეწყდა გერმანიის ქალაქ ტრავემიუნდედან ჰელსინკიში ზღვით მიმავალ ლტოლვილთა ნაკადი. ახალი წესების მიხედვით, ბორანზე ასვლამდე მგზავრებმა პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის გარდა უნდა წარადგინონ ან ვიზა, ან ფინეთში დროებით ცხოვრების უფლება. ფინეთის საზღვრის გადაკვეთის წესები 23 დეკემბერს შეიცვალა.

XS
SM
MD
LG