Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორი ალეკო ელისაშვილის პრეტენზიებს არ იზიარებს


მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. შეწყალების საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის პრეტენზიებს არ იზიარებს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის ჩაფარცხვაზე საუბარი ზედმეტია.საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და პროკურატურას რაიმე შედეგზე ჯერ არ უსაუბრია, - დასძინა შოთაძემ. შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პროკურატურას "ჩაფარცხვის დაწესებულება" უწოდა და განაცხადა, რომ პროკურატურა „ყოველდღიურ ანგარიშს აბარებს“ ბესელია-კობახიძეს, რომლებიც, ელისაშვილის თქმით, არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ გარკვეული კატეგორიის პატიმრების შეწყალების პროცესში.

XS
SM
MD
LG