Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. იგი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს თბილისში. დანაშაულში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევი. გამოძიების თანახმად, ბესიკ ხარძიანს თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა სამი შემავალი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. საქართველოს პროკურატურის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ ოლეკსანდრ დამეტოვს ბესიკ ხარძიანის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის, ხოლო ოლეგ დოევს მკვლელობაში დახმარების ბრალდებები ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში წარედგინა. მათ აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ და ორივე საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG