Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის დანაშაულთა გამოძიებაზე


საქართველოში დადებითად აფასებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, გამოძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, დაასაბუთოს, რომ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთში მისი მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტულმა ძალებმა მოახდინეს ქართველების წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდა და დახოცეს ქართველი სამხედრო ტყვეები. „ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთი ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი“, განაცხადა წულუკიანმა. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, ეს არის საშუალება, სასამართლოს წარედგინოს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქამდე მხოლოდ აფრიკის კონტინეტზე მომხდარი კონფლიქტები აქვს გამოძიებული.

XS
SM
MD
LG