Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა „უახლოესი პარტნიორი“ უწოდა საქართველოს


თინათინ ხიდაშელი და იენს სტოლტენბეგი (მარჯვნივ) ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში. 2016 წლის 11 თებერვალი.
თინათინ ხიდაშელი და იენს სტოლტენბეგი (მარჯვნივ) ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში. 2016 წლის 11 თებერვალი.

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასაწყისში განაცხადა. "საქართველო პოლიტიკური რეფორმის, უსაფრთხოების სექტორში რეფორმის, საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთგული რჩება. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ჩვენ ამ პარტნიორობის გაღრმავების ერთგული ვართ", - განაცადა იენს სტოლტენბერგმა. ბრიუსელში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს აცნობა, რომ კომისიის დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG