„ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, დღეისთვის მთავრობის მხრიდან გადაჭრილია“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ. მისი ინფორმაციით, მომავალ კვირაში პარლამენტს წარედგინება ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, შენარჩუნდება ტყიბულისა და სხვა ახლომდებარე დასახლებებისთვის 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი შეღავათები. ჩაფიძის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებელი იყო. დეპუტატის თქმით, ტყიბულელი მაღაროელების საპროტესტო აქცია ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების გაჭიანურების გამო გრძელდება. „ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას, ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება და ახლა საჭიროა კვლავ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშაონ“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. მან აღნიშნა, რომ მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ელოდება.
ელისო ჩაფიძე: „ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, დღეისთვის მთავრობის მხრიდან გადაჭრილია“
ყველაზე პოპულარული
1