Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაშიმ ტაჩი კოსოვოს პრეზიდენტად აირჩიეს


კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაშინ ტაჩი. იგი ამ პოსტზე შეცვლის ატიფეტე იაჰიაგას, რომელსაც ვადა აპრილში ეწურება. კენჭისყრის დაწყებამდე, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში პარლამენტის წინ ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, აალებადი ბოთლები ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს შენობას. ჰაშიმ ტაჩის არჩევა არის შანსი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა, რადგან ფორმალურად კოსოვომ თავიდან აიცილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

XS
SM
MD
LG