პაკისტანში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში, ხალხით სავსე რაიონში, როცა ავტობუსში ადიოდნენ სამთავარობო უწყების თანამშრომლები სამსახურში წასასვლელად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.