Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალმდებელი 10,5-წლიან პატიმრობას ითხოვს ბელგოროდელი ექიმისთვის


რუსეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა ბელგოროდის საავადმყოფოს ყოფილი ექიმის, ილია ზელენდინოვისთვის, რომლის დარტყმის შედეგად დაიღუპა პაციენტი. ამის შესახებ იუწყება რუსეთის სამართლებრივი და სასამართლო ინფორმაციის სააგენტო - რაპსი. გარდა ამისა, პროკურორმა მოითხოვა, ზელენდინოვს სამი წლით აეკრძალოს ყოველგვარი სამედიცინო მოღვაწეობა. დაღუპულის ნათესავები მოითხოვდნენ, რომ ზელენდინოვის დამსაქმებელ საავადმყოფოს მათთვის კომპენსაციის სახით 4,5 მილიონი რუბლი გადაეხადა. მოგვიანებით ეს თანხა 7,5 მილიონამდე გაიზარდა. გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 29 დეკემბერს, ბელგოროდის მეორე საქალაქო საავადმყოფოს 55 წლის პაციენტმა ესგენი ვახტინმა ფეხი გამოსდო მედდას, რის შემდეგაც ქირურგმა ზელენდინოვმა პაციენტს სახეში გაარტყა. ვახტინი იატაკზე დავარდა და მიყენებული ტრავმისგან გარდაიცვალა. 2016 წლის 8 თებერვალს ზელენდინოვს წაუყენეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების ბრალდება, რასაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG