Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე


საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა საკუთარი ნებით თანამდებობა დატოვა. „მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რასაც აქამდე ვემსახურებოდი, მნიშვნელოვანი იყვნენ ის ადამიანები, ვის კეთილდღეობაზეც 24 საათი ვზრუნავდი,“- ნათქვამია შიხიაშვილის განცხადებაში, რომლის ტექსტიც ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში არ არის მითითებული გადადგომის მიზეზი. თუმცა, შიხიაშვილს ბოლო ხანს ხშირად უპირისპირდებოდა ვეტერანთა ერთი ნაწილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კრებაც კი გამართა და გააკრიტიკა დეპარატმენტის უყურადღებობა სამხედრო ვეტერანთა მძიმე საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემების გამო.

XS
SM
MD
LG