Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი ხადიჯა ისმაილოვა გაეროს პრიზით დაჯილდოვდა


პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა გაეროს ჟურნალისტური პრიზით დაჯილდოვდა „მის მიერ პრესის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის რთულ პირობებში .“ გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის წერდა, იუნესკოს 2016 წლის გუილერმო განოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების ჯილდოს პრიზიორად დაასახელეს. 25 ათასი დოლარის ფულადი ჯილდო დაწესდა კოლუმბიელი ჟურნალისტის, გულიერმო განო ისაზას ხსოვნის პატივსაცემად. გამომძიებელი ჟურნალისტი გაზეთ „ელ ესპეკტადორის“ შესასვლელთან მოკლეს ბოგოტაში, 1986 წლის 17 დეკემბერს. ხადიჯა ისმაილოვას 2015 წლის სექტემბერში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც ბევრი მიიჩნევს ანგარიშსწორებად რეპორტაჟებისათვის, რომლებშიც ჟურნალისტი ამხელდა კორუფციას აზერბაიჯანის მმართველ წრეებში.

XS
SM
MD
LG