Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი თალიბანს მოუწოდებს განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება ქაბულთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში, რათა სცადოს იქ არსებული ვითარების განმუხტვა. კერიმ ავღანეთის თალიბანს მოუწოდა, განაახლოს ავღანეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება. ეს კერიმ თქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად. კერის ვიზიტის ფონზე პოლიტიკური დაპირისპირებაა ეროვნული ერთობის მთავრობაში, რომელსაც მეთაურობენ პრეზიდენტი, აშრაფ ღანი და აღმასრულებელი უწყების მეთაური, აბდულა აბდულა.კერის მოწოდება თალიბანისადმი მოჰყვა ისლამისტური გაერთიანების პირობებს, სხვათა შორის იმას, რომ არ ჩაებმება მოლაპარაკებაში, სანამ ქვეყანას არ დატოვებენ უცხოეთის ჯარები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, კერი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ავღანეთის მთავრობისა და უშიშროების ძალებისთვის, რომელიც თალიბანის მზარდ ძალებს ებრძვის. 2017 წლისთვის ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პერსონალის რიცხვი 5500-მდე შემცირდება ახლანდელი 9800-იდან.

XS
SM
MD
LG