Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს „პირდაპირ ეთერში“ პასუხობს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონის საშუალებით პირდაპირი ეთერში უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების შეკითხვებს. რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურად მართავს ასეთ საინფორმაციოო კამპანიას, რაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. რუსეთის პრეზიდენტს უკვე დაუსვეს შეკითხვები ქვეყანაში გზების სავალალო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთიდან იაფფასიანი მედიკამენტების შეუზღუდავ იმპორტზე და რუსეთ-თურქეთის დაძაბულ ურთიერთობებზე. ვლადიმირ პუტინმა ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან მთლიანობაში კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერობა აქვს.

XS
SM
MD
LG