Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა გზა გაუხსნა სატირიკოსის მიერ თურქეთის პრეზიდენტზე შექმნილი ლექსის საქმის გამოძიებას


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სიტყვის და ხელოვნების თავისუფლება დემოკრატიის ელემენტარული ნორმებია, მაგრამ მან გერმანიის იუსტიციას მიანიჭა უფლებამოსილება, გამოიძიონ სატირიკოს იან ბიომერმანის მიერ თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოანზე დაწერილი ლექსის საქმე. მერკელმა თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში არა მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოს საქმეა, გაარკვიოს, პრესის და ხელოვნების მიმართ ერთი პირის უფლებების საკითხი. გერმანიაში მოქმედი კანონის103-ე პარაგრაფის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს მეთაურის ან ორგანოს შეურაცხყოფა ისჯება. მერკელმა თქვა, რომ სამთავრობო კოალიცია ამ პარაგრაფს თავისი მმართველობის პერიოდში გააუქმებს. კანცლერის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია გერმანიის მეორე პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის, საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და იუსტიციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრის ჰაიკო მაასის პოზიციასთან. ბიომერმანმა თავის სატირულ გადაცემაში, ტელეარხ „ცეტ-დე-ეფის“ ეთერში წაიკითხა ლექსი, რომელშიც ერდოანს უშვერი სიტყვებით შეუტია. ლექსში ლაპარაკი იყო ცხოველებთან სექსზე, ბავშვთა პორნოგრაფიაზე და თურქებზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. ერდოანმა, როგორც კერძო პირმა შეიტანა საჩივარი შეურაცხყოფის გამო და საქმეს კანცლერპის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, იძიებს მაინცის პროკურატურა. სატირიკოს ბიომერმანის განმარტებით, მას სურდა ეჩვენებინა განსხვავება დაშვებულ სატირასა და შეურაცხმყოფელ კრიტიკას შორის.

XS
SM
MD
LG