Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ოთხი პირი დააკავა გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას


პოლიციამ ოთხი პირი დააკავა თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ამავე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ სადგურის მახლობლად მდებარე ბაზრობის და მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები, რომლებიც თბილისის მერიისგან მოითხოვენ გარე ვაჭრობის აკრძალვას. აქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის.

XS
SM
MD
LG