Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი შესაძლოა ამ აფეთქების დროს დაიღუპა


სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დადგენილია ერევანში ავტობუსის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა. 25 აპრილის საღამოს მომხდარმა აფეთქებამ ორი ადამიანი შეიწირა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქების ადგილას იპოვეს სიმ-ბარათი, რომელიც ეკუთვნის სომხეთის მოქალაქეს, ადრე ნასამართლევ პირს. დღეს გაჩხრიკეს მისი ბინა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. ეჭვმიტანილის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ და არც მის ადგილსამყოფელზე იუწყებიან. მაგრამ ოფიციალური პირების ცნობით, ეჭვმიტანილი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი იმ ორი პირიდან, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამომძიებლები გამორიცხავენ, რომ აფეთქება ტერაქტი იყო. მათი ვერსიით, ეჭვმიტანილი ნაწყენი იყო ნათესავებზე და, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით ამოქმედდა. ინციდენტის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა პოლიციას დაავალა უშიშროების ზომების გამკაცრება.

XS
SM
MD
LG