Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აქციაზე დაკავებულ რამდენიმე პირს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა


პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, აქტივისტებს- კონსტანტინე გურულს და ირაკლი კიკილაშვილს სასამართლომ 250-250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კიდევ ორი დაკავებულის სასამართლო პროცესი კი 10 მაისამდე გადაიდო. პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს. რაც შეეხება ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ნატა ფერაძეს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ედება ბრალად, ადვოკატის ინფორმაციით, კლინიკური შემოწმების დასკვნით ნარკოლოგიური თრობა არ დასტურდება. ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე კი ნატა ფერაძემ უარი განაცხადა, რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG