Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ საოკუპაციო ხაზთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ ქვეყნის ყველა ქალაქში, გარდა ზუგდიდისა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო. დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ გალის რაიონიდან დევნილს, გიგა ოთხოზორიას, რომელიც 19 მაისს სასიკვდილოდ დაჭრა აფხაზმა მესაზღვრემ. გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დასვამს ოკუპირებულ გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე. ამ ფორმატით ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, დაკავებულია თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯი-ოღლი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ გალში, ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე გაირკვევა ყველა დეტალი, მათ შორის, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.

XS
SM
MD
LG