Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერმა წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ეტაპობრივად შეამციროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ეტაპობრივად შეამციროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, თუკი მოსკოვი შეასრულებს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ნაკისრ ვალდებულებებს. „იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოსთვის წინსვლა იქნება და მერე ვნახავთ, შესაძლო იქნება სანქციების ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება, თუ კვლავაც შევინარჩუნებთ იმ ზომებს, რაც დღეს მოგვეპოვება“, განაცხადა შტაინმაიერმა ტალინში ვიზიტისას. ადრე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სულ უფრო იზრდება რუსეთის მიმართ სანქციებისადმი წინააღმდეგობა და ამ საკითხში კომპრომისის გარეშე ერთსულოვნების მიღწევა ძნელი იქნებაო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მომავალ თვეში გასდის ვადა.

XS
SM
MD
LG