Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ შულცი: არ უნდა დაყოვნდეს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა


ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის შეფასებით, საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის დასაწესებლად აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ამ საკითხის განხილვა არ უნდა დაყოვნდეს. ამის შესახებ შულცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე 10 ივნისს იმსჯელებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები. 7 ივნისს კი მარტინ შულცი სტრასბურგში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და განაცხადა, რომ ევროპარლამენტში ერთიანობაა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტრასბურგში ჟურნალისტებს უთხრა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ: „პრეზიდენტ შულცის განცხადებით, ევროპარლამენტში განსაკუთრებული ერთიანობაა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების ვიზიტების, განხილვების შედეგად პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი გეგმავენ, დააჩქარონ ეს პროცესი, რათა უკვე ზახფულის პერიოდში პარლამენტში ეს პროცედურები შესაბამისად დასრულდეს“, უთხრა ბაქრაძემ ჟურნალისტებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ამ ზაფხულიდან შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.

XS
SM
MD
LG