Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა ბასილია-შავგულიძე მოქალაქეთა პეტიციაზე


ლიკა ბასილია-შავგულიძე მოქალაქეთა პეტიციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:28:32 0:00

10 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა ბასილაია-შავგულიძე, eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა მოქალაქეთა პეტიციაზე, რომლითაც ისინი მიმართავენ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებებს და რომელიც 9 ივნისს დილით გამოქვეყნდა. 10 ივნისს შუადღისთვის პეტიციას 7000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე არის პეტიციის იდეის ავტორი და ტექსტის ერთ-ერთი შემდგენელი. მასში კი მოთხოვნილია, რომ: "1. გათვალისწინებულ იქნეს ევროკომისიის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული მეოთხე პოზიტიური ანგარიში და მისი რეკომენდაციები საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ; 2. არ გადაიდოს სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შემდეგ შეხვედრამდე; 3. საქართველოს საკითხი განხილულ იქნეს ინდივიდუალური მიდგომით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო აკმაყოფილებს სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებსა და ვალდებულებებს და ასევე გათვალისწინებით საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისა და რუსეთის „რბილი ძალის“ მზარდი ზეგავლენისა საქართველოს ევროპულ არჩევანზე; 4. გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს იმ მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, რაც ასახულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში". "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო მხარდაჭერის მობილიზაცია გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების მისაქცევად: "დავივიწყოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსები არსებობენ, ჩვენ შევცვალოთ და ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება ეს - უბრალო ხალხს". 10 ივნისის "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე, რომელმაც ილაპარაკა მიზეზებზე, რაც შეიძლება განაპირობებდეს ევროპის ფრთხილ დამოკიდებულებას საქართველოში სტაბილურობის მიმართ და აგრეთვე ქართველი პოლიტიკოსების მიერ არაადეკვატური მოლოდინების შექმნის პრაქტიკაზე.

XS
SM
MD
LG