Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანდაზმული ქალებისა და კაცების პრობლემები


ხანდაზმული ქალებისა და კაცების პრობლემები
please wait

No media source currently available

0:00 0:46:38 0:00

საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 17% ხანდაზმულია. საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი, კაცებისთვის კი 71 წელი იყო. პროგნოზებით, 2030 წლისთვის ეს ასაკი ქალებისთვის 80 წლამდე, ხოლო კაცებისთვის 73 წლამდე გაიზრდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა "საქართველოს მოსახლეობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ" კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელშიც გენდერულ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, მთავრობას ავალდებულებს 2016-2018 წლებზე სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს. რას გულისხმობს ეს კონცეფცია, როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ხანდაზმულებზე, საქართველოს მოქალაქეების რა უფლებები ირღვევა სიბერეში? ამის შესახებ "გენდერულ ამბებში" საუბრობენ ნათია ფირაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „აქტიური დაბერება - საქართველო“, და სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG