Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ცუცქირიძე პროექტზე - "13 მითი სტალინის შესახებ"


ლევან ცუცქირიძე პროექტზე - "13 მითი სტალინის შესახებ"
please wait

No media source currently available

0:00 0:45:02 0:00

17 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, "ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის" (NIMD) წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. მან ილაპარაკა პროექტზე "13 მითი სტალინის შესახებ". პუბლიკაციებისთვის, რომლებიც პროექტის დასასრულს ერთ გამოცემაში გაერთიანდა, შეირჩა შემდეგი მითები სტალინზე: "მეორე მსოფლიო იმი სტალინმა მოიგო", "ადამიანთა მასობრივი დახვრეტების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა", "წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის", "სტალინი რელიგიური ადამიანი იყო", "სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე", "სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო", "სტალინი კარგი ქართველი იყო - უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები", "სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა", "სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფო ინტერესებს შესწირა" და ა. შ.. პუბლიკაცია ვერ დაიტევდა ყველა მითს, რისიც საზოგადოების ნაწილს სჯერა და რაც კვებავს სტალინის კულტს. სტალინის კულტის დამცველი არაერთი მსმენელის პასუხად ლევან ცუცქირიძემ თქვა: "თუკი მართლა ჩვენ გვჯერა, რომ რაღაცა იდეის გამო შეიძლება მილიონობით ადამიანი დავხოცოთ, მაშინ ჩვენ შეიძლება უფრო პატარა მასშტაბის ძალიან ცუდი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში".

XS
SM
MD
LG