Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მძლეოსანი ისინბაევა აპირებს გაასაჩივროს ოლიმპიადისთვის დისკვალიფიკაცია


რუსი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭოკით ხტომაში, ელენა ისინბაევა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისათვის რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვარაუდობენ, რომ ისინბაევას მაგალითს არაერთი სხვა რუსი ათლეტიც მიბაძავს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 21 ივნისს გამოაცხადა, რომ რუს ათლეტებს არ მიეცემათ წელს აგვისტოში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, თუ არ დაამტკიცებენ, რომ არ მონაწილეობენ რუსეთის სპორტში დოპინგის მასშტაბურ პროგრამაში, რომლის გამოც იქნა მიღებული გადაწყვეტილება რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციაზე. ისინბაევა აცხადებს, რომ არ იყენებს დოპინგს და ოლიმპიური კომიტეტის პოზიციის გამო იმედოვნებს, რომ შეძლებს ოლიმპიადაში რუსეთის დროშით მონაწილეობას. მან 21 ივნისს ქალაქ ჩებოქსარიში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს დადებითი ვერდიქტის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში.

XS
SM
MD
LG