Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა მიუსამძიმრა ნოემბერში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტის ოჯახს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა წერილობით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მიუსამძიმრა იმ რუსი მფრინავის ოჯახს, რომელიც დაიღუპა თურქი სამხედროების მიერ შარშან რუსეთის საბრძოლო თვითმრფინავის ჩამოგდების შედეგად. მაგრამ განცხადება, როგორც ჩანს, არ შეიცავს ბოდიშს 24 ნოემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის. არადა, კრემლისა და რუსეთის მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ერდოანი წერილში ბოდიშსაც იხდის. ანკარა აცხადებს, რომ სუ-24 ტიპის თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი, როცა ის ჩამოაგდეს. ინციდენტი მოხდა თითქმის ორ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო საჰაერო დარტყმები სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. თვითმფრინავის ჩამოგდებამ და რუსი პილოტის დაღუპვამ მძიმე დარტყმა მიაყენა ანკარა-მოსკოვის ურთიერთობას. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ერდოანის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებას, რომ თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, დაუყოვნებლივ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG