Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პუტჩის მცდელობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ოფიციალური პირი


თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს 8000-მდე პოლიციელი. ამ ცნობას ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით. დაკავებულია 7500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამართლებრივი სისტემისა და სამხედრო ძალების წარმომადგენლები, გენერლების ჩათვლით. იუწყებიან ასევე, რომ თანამდებობებიდან მოხსნეს ათობით მერი და, ოფიციალური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პირობა დადო, რომ „წმენდა“ გაგრძელდება. ერდოანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განიხილავს სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის, კვლავ შემოღების საკითხს. მთავრობის დღევანდელი მონაცემებით, 15 ივლისს პუტჩის მცდელობისას ძალადობის შედეგად დაიღუპა 208 ადამიანი, მათ შორის 145 სამოქალაქო პირი და დაიჭრა 1490-ზე მეტი ადამიანი. ამასობაში, ვრცელდება თურქეთისადმი მოწოდებები, პატივი სცეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. გერმანია ანკარას აფრთხილებს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეწყდება, თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG