Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ცქიტიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე


19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ალეკო ცქიტიშვილმა აღწერა ვითარება, რომელიც 2008 წლიდან დღემდე შეიქმნა, ოკუპირებული ტერიტორიების სრული იზოლაციის შედეგად. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობასაც უწყობდა ხელს მცირე პროექტების დაფინანსებით, ახლა კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო სექტორი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ენთუზიაზმის იმედად არის. ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ დარღვევებზე ოკუპანტ ძალას ეკისრება, თუმცა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ცალკეული ადამიანი სამართლის პოვნას შეძლებდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ვერ იყენებენ უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, მაგალითად - ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს.

XS
SM
MD
LG