Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაათავისუფლეს ოთხივე დარჩენილი მძევალი


ერევანში გაათავისუფლეს ბოლო ოთხი მძევალი, რომლებიც იმყოფებოდნენ ერებუნის რაიონის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შენობაში. პოლიციის მძევლად აყვანილი ოფიცრების განთავისუფლება მოხდა ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად. მოლაპარაკების მონაწილე სამხედრო მაღალი ჩინის მქონე ვიტალი ბალასანიანმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა გაუშვეს კიდევ ორი პოლიციელი მას მერე, რაც მიიღეს თანხმობა, რომ შესაძლებლობა მიეცემათ პრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა მძევლები აიყვანა 17 ივლისს და მოითხოვდა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას და რადიკალური ოპოზიციური გაერთიანების "დამფუძნებელი პარლამენტის" ხელმძღვანელის, ჟირაირ სეფილიანის საპატიმროდან განთავისუფლებას. სეფილიანი სხვა ექვს პირთან ერთად გასულ თვეში დააპატიმრებს ბრალდებით, რომ აპირებდნენ სამთავრობო და სატელეკომუნიკაციო შენობების დაკავებას. 17 ივნისს მძევალთა აყვანის ინციდენტის დროს ერთი კაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG