Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში შეტაკებისას დაშავდნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები


სომხეთის პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილმა 29 ივლისს დაშალა ათობით ადამიანი, რომლებიც თავდამსხმელების მიერ დაკავებული პოლიციის ქვეგანყოფილების გარშემო შეიკრიბნენ. შეტაკების დროს პოლიციის ზეწოლის შედეგად დაშავდნენ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის სამი ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა. სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა გამოძიებულ იქნება. 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას. სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს შეიარაღებულ პირთა მოთხოვნების შესრულებას და მათ იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG