Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის ხელისუფლება მაჩეტეთი თავდასხმას „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს


ბელგიის ხელისუფლება ტერორისტულ აქტად მიიჩნევს, შაბათს მაჩეტეს გამოყენებით მოწყობილ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ორი პოლიციელი ქალი დაიჭრა. ინცინდენტი მოხდა ბრიუსელიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ შარლერუაში. მაჩეტეთი შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა შეძახილით „ალაჰ აქბარ“. ბელგიის პრემიერ მინისტრმა შარლ მიშელმა თავდასხმას „ტერორისტული მკვლელობის მცდელობა“ უწოდა. ბოლო ხანს ევროპის ქალაქებში გახშირდა იარაღისა და დანის გამოყენებით თავდასხმები, რომელთა უკან, ზოგ შემთხვევაში, ტერორისტული მოტივი იდგა. ბელგიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს 22 მარტის თავდასხმის შემდეგ, როდესაც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ბრიუსელში 32 კაცი დახოცეს და 300 - დაჭრეს.

XS
SM
MD
LG