Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში შავდათუაშვილის წარმატებას ზეიმობენ


გორში შავდათუაშვილის წარმატებას ზეიმობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა. ლონდონში მოპოვებულ ოქროს ახლა მან ბრინჯაოს მედალი შემატა. გორელების ერთი ნაწილი, ფანკლუბ „მოგვერდის“ წარმომადგენლები, თეატრის სკვერში იყვნენ შეკრებილები და მას განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, დენის იარცევთან ორთაბრძოლაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ჯერ კვარცხლბეკზეც არ იყო ასული, რომ სახლში დედას დაურეკა. თეა შავდათუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებდა. ლაშას სახლში შეკრებილი იყვნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები, რომლებიც ყველა ორთაბრძოლას ემოციურად უყურებდნენ და გულშემატკივრობდნენ. ლაშას პაპამ, ბიჭიკო მეზვრიშვილმა ის დრო გაიხსენა, როცა შვილიშვილი გორის ძიუდოს სკოლაში მიიყვანა. მისი თქმით, დღეს ლაშამ ოქრო ვერა, მაგრამ ბრინჯაოს მედალი მაინც აიღო და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გზაზე რუსეთის წარმომადგენლის დამარცხება და იმ ჟესტის გაკეთება იყო, რაც მთელმა საქართველომ ნახა.

XS
SM
MD
LG