Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრორუსული პოლიტიკური რეკლამის გაშვებამ აღშფოთება გამოიწვია


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამას აღარ გაუშვებს. ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას ჰპირდებიან. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განმარტავენ, კანონმდებლობის მიხედვით, ისინი ვალდებულები იყვნენ კლიპი გაეშვათ, ხოლო მის შინაარსს მენეჯმენტი და თანამშრომლები ემიჯნებიან. აღნიშნულმა პოლიტიკურმა რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის წევრთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების” გაუქმების თაობაზე მიმართავს, - ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუკით ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ, გაავრცელა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპის შესწავლა დაიწყო და სპეციალურ განცხადებას მხოლოდ ხვალ გაავრცელებს.

XS
SM
MD
LG