Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელის საარჩევნო შტაბი ავრცელებს განცხადებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხზე


„უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი ავრცელებს განცხადებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ხიდაშელს არ მიუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და, შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება, რაც უკანონოა. ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG