Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. ამის შესახებ წერია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა". კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებგვერდი გამოირჩევა ანტიდასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად სახელდება პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, მათ შორის, „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ორგანიზაციისავე შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრსა და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში.

XS
SM
MD
LG