Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის სამსახური ექვსი პარტიის დაჯარიმებას მოითხოვს


სახელმწიფო აუდიტის სამსახური ექვსი პარტიის, ერთი დამოუკიდებელი კანდიდატისა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის დაჯარიმებას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენი სამშობლოს“, „სახალხო პარტიის“, „ქართული იდეის“, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის - თამარ იარაჯულისა და რიმა ბერაძის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართავს. როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულება მიიღო, რითაც დარღვეულია კანონი, რომ პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარსს. რაც შეეხება მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტიამ ოთხი პირისგან უკანონო შემოწირულობა მიიღო, რამაც 19 500 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG