Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამ ქარიმოვი დაკრძალეს


უზბეკეთში მიწას მიაბარეს ქვეყნის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, რომელიც ტვინში სისხლის ჩაქცევით 2 სექტემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტი მუსულმანური ტრადიციის თანახმად სამარყანდის ისტორიულ სასაფლაოზე, შახი-ზინდაში, მშობლების საფლავის გვერდით დააკრძალეს. უზბეკეთის პრეზიდენტთან გამოთხოვების ცერემონია ქარიმოვის რეზიდენციაში დაიწყო. დაკრძალვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად უზბეკეთში ჩავიდნენ 17 ქვეყნის, მათ შორის ავღანეთის, ცენტრალური აზიის რესპუბლიკების, სამხრეთ კორეის, ბელორუსიის, უკრაინისა და რუსეთის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები. უზბეკეთში ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ქარიმოვი, ყოფილი კომუნისტი ლიდერი, 27 წელი ედგა სათავეში უზბეკეთს და აქტიურად იყენებდა უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებს მოსახლეობაში უკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლინების ჩასახშობად. უზბეკეთის მთავრობამ 28 აგვისტოს გამოაცხადა ქარიმოვის საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, რის შემდეგაც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა მის მდგომარეობაზე. 2 სექტემბრის საღამოს უზბეკეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტის სიკვდილი.

XS
SM
MD
LG