Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლაღიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლაღიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:19:54 0:00

13 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლაღიძე, "გიორგი ლაღიძე - მომავალი საქართველოს" (N24) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, საბიუჯეტო სახსრების "სწორად" ხარჯვაზე, საჯარო სექტორის შემცირებაზე. ის ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ და ისეთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ, "რომელსაც აქვს სუფთა წარსული და ასეთი პოლიტიკური ძალა ვართ ჩვენ. არასდროს არ ვყოფილვართ ხელისუფლებაში. გვაქვს ძალიან სწორი ეკონომიკური ხედვა, თუ როგორ შეიძლება, მათ შორის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას", - ამბობს გიორგი ლაღიძე. მან ილაპარაკა ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვასა და არამიზნობრივად ხარჯვაზე. თვლის, რომ საბიუჯეტო სახსრები არასაკმარისად იხარჯება სოციალურ სფეროზე. მან დადებითად შეაფასა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა, თვლის, რომ უკეთესად უნდა ამოქმედდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, აგრეთვე საჯარო სექტორში დასაქმებულები არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და თანხა სოციალურად დაუცველებზე უნდა დაიხარჯოს. სტუმართან საუბარი შეეხო ეკონომიკის სფეროსაც: "სახელმწიფომ უნდა მოახერხოს კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის დალაგება და უნდა გამოიყოს დაბალპროცენტიანი სესხები მცირე მეწარმეებისთვის", - გარდა ამისა, გიორგი ლაღიძე თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას მცირე საწარმოები და ამ გზით დაასაქმოს მეტი ადამიანი. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, ამ ყველაფრისთვის სახსრების მოძიება "ქამრების შემოჭერით" არის შესაძლებელი, მათ შორის - სახელმწიფო ორგანიზაციებში შტატების შემცირებით. გიორგი ლაღიძის განცხადებით, "მომავალი საქართველო" მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რუსეთთან ურთიერთობა კი შესაძლებელია იმ პირობით, თუკი ის უკან წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

XS
SM
MD
LG