Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთოს


ბელორუსი ოპოზიციონერი ჰანა კანაპატსკაია, რომელმაც პარლამენტარის მანდატი მოიპოვა, აცხადებს, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერთოს, თუ კარგად გაართმევს თავს პარლამენტში მუშაობას. კანაპეტსკაია „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის“ წევრია. დამოუკიდებელ კანდიდატ ალენა ანისიმთან ერთად, ის გახდა პირველი ოპოზიციონერი კანდიდატი, რომელიც ბოლო 20 წელიწადში ბელორუსიის პარლამენტის წევრად აირჩიეს. არჩევნები 11 სექტემბერს ჩატარდა. 13 სექტემბერს კანაპატსკაიამ მინსკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საარჩევნო რეფორმას და კერძო მეწარმეების შემზღუდველი კანონების საწინააღმდეგო ზომებთან ბრძოლას. კანაპატსკაიას აზრით, ბელორუსებს „სურთ ცვლილება“, მაგრამ ქვეყანა არ არის მზად მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის, რადგან ეშინიათ, რომ განმეორდება იმ ტიპის ძალადობა, რომელიც უკრაინაში 2014 წლის მაიდანს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG