Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის საზავო შეთანხმება ჩაშლის პირას აღმოჩნდა


სირიის საზავო შეთანხმება ჩაშლის პირას აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სირიის სამთავრობო ჯარების 62 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და საჰაერო დარტყმები განხორციელდა ქალაქ ალეპოზე. როგორც იტყობინებიან, 18 სექტემბერს მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფ უბნებზე დარტყმების სერიამ ბიძგი მისცა ქალაქში ბრძოლების განახლებას და საფრთხე შეუქმნა საზავო შეთანხმებას. ალეპოში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა იყო 12 სექტემბერს მიღწეული საზავო შეთანხმების მთავარი კომპონენტები.

XS
SM
MD
LG