Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ წარმოშვა ქართული ნაციონალისტური დაჯგუფებები


რამ წარმოშვა ქართული ნაციონალისტური დაჯგუფებები
please wait

No media source currently available

0:00 0:12:50 0:00

29 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "კავკასიური სახლის" მკვლევარი რევაზ ქოიავა, რომელსაც საქართველოში არსებულ ნაციონალისტურ დაჯგუფებებზე ვესაუბრეთ. 27 სექტემბერს ერთ-ერთი ნაციონალისტური დაჯგუფების, „ქართული ძალის“, აქტივისტებმა თბილისში სოხუმის ომში დაღუპულ პირთა ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობა გამართეს გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილე 11 წევრი სამართალდამცველებმა დააკავეს და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულების სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს არის დანიშნული. შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ " მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს". 27 სექტემბერს წინ უძღოდა 29 ივნისს ნაციონალისტების თავდასხმა ვეგანურ კაფეზე ვერცხლის ქუჩაზე, თუმცა ამ შემთხვევის გამო სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. როდის აქტიურდებიან ნაციონალისტური დაჯგუფებები, რამდენად საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამ ტიპის გაერთიანებები, არის თუ არა თანმიმდევრული სახელმწიფო ნაციონალისტურ სუბკულტურებთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა, რომ ამ ახალგაზრდებს ერთგვარ საკვებს აძლევდეს არსებული პოლიტიკური ელიტა და მათი რიგი არაპოლიტკორექტული განცხადებები - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

XS
SM
MD
LG