Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ყირგიზეთის და საქართველოს სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა


დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ყირგიზეთის და საქართველოს სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, ალმაზბეკ ატამბაევი და გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრის შემდეგ საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა, მთავრობებმა და ფინანსთა, განათლების და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთობების განვითარების, ინვესტიციების წახალისების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში თანამშრომლობოს შეთანხმებებს. ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს 12 ოქტომბერს ეწვია და იმავე დღეს პირისპირ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

XS
SM
MD
LG