Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულიდან ასიათასობით დევნილს ელოდებიან


დევნილთა საქმეების საერთაშორისო ორგანიზაციები ერაყის ქალაქ მოსულიდან ასობით ათასობით ახალ ლტოლვილს ელოდებიან. 17 ოქტომბერს დაიწყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად, რომელშიც ერაყის სამთავრობო ჯარებისა და ქურთების სახალხო ლაშქარ „ფეშმერგას“ გარდა აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ავიაციაც მონაწილეობს. „ნორვეგიის დევნილთა საბჭო უკვე ემზადება იმისათვის, რომ მიიღოს მოსულიდან დევნილთა დიდი ნაკადები. სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას პირველ რამდენიმე კვირაში მოსულს 200 ათასამდე პირი დატოვებს, ხოლო მომდევნო თვეებში კი მთლიანობაში - 700 ათასი. ჰუმანიტარული თანამეგობრობა ყოველმხრივ ემზადება, მაგრამ ერთბაშად ამდენი ადამიანის დაბინავება ძალიან რთულია“,-ამბობს ნორვეგიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენელი კორტნი ლერი, რომელიც როიტერსს ერაყის დასავლეთში ქალაქ ირბილთან ახლომდებარე მდებარე დაბაღას დევნილთა და იძულების ადგილნაცვალ პირთა ბანაკში ესაუბრა.

XS
SM
MD
LG