Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკმა ძიძამ თავი დამნაშავედ ცნო მოსკოვში ბავშვის მკვლელობაში


უზბეკმა ქალმა გიულჩეხრა ბობოკულოვამ, რომელიც წელს თებერვალში მოსკოვის ქუჩაში ბავშვის მოკვეთილი თავით დააკავეს, თავი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 38 წლის ბობოკულოვა ოთხი წლის რუსი გოგონას ძიძად მუშაობდა. ის მოსკოვში 24 ოქტომბერს წარდგა სასამართლოს წინაშე. გამოძიების განცხადებით, უზბეკეთის მოქალაქე ბობოკულოვამ ბავშვი მოკლა, მას თავი მოკვეთა, ცეცხლი წაუკიდა ბინას და გაიქცა. ის 29 თებერვალს მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურთან დააკავეს, ხელში ბავშვის თავით. როგორც ჩანს, პოლიციაში დაკითხვისას გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც მარტში გავრცელდა, ქალი მოტივად ასახელებს შურისძიების სურვილს, სირიაში რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად მუსლიმების დახოცვის გამო. რუსმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ ვერ დაადგინეს კავშირი ბობოკულოვასა და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას შორის. უზბეკეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, ბობოკულოვა წარსულში მკურნალობდა შიზოფრენიით დაავადების გამო.

XS
SM
MD
LG