Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უარყოფს ბრალდებას აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მცდელობის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე. პუტინმა სოჭში, პოლიტიკის ექსპერტებთან წლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის "ელიტა" რუსეთიდან მომდინარე „მითიურ და ფიქტიურ“ საფრთხეს იყენებს, რათა ყურადღება გადაიტანოს პრობლემებიდან, როგორიც არის სახელმწიფოს ვალი და პოლიციის ძალადობა. „მინდა, დავსვა შეკითხვა და თქვენც დაგისვათ ის: ნუთუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია რამენაირად გავლენა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე? ამერიკა რა, რომელიღაც ბანანების ქვეყანაა? ამერიკა - ეს დიდი სახელმწიფოა. თუ სწორი არ ვარ - გთხოვთ, შემისწოროთ“, - ასე მიმართა პუტინმა ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბში შეკრებილებს. პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში ხშირად განიხილავენ აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაზე რუსეთის გავლენის მცდელობის საკითხს. აშშ-ის დაზვერვის უწყების წარმომადგენლებმა ბოლოხანს საჯაროდ დაადანაშაულეს რუსეთი პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაზე ჰაკერული თავდასხმების კოორდინირებაში.

XS
SM
MD
LG