Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“: არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას


„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას. „ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება შეუძლებელია, არადა, მის საამებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში გაფლანგა 180 მილიონი ლარი და გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დაგვაყენა“, - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა, შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. „ამის ნაცვლად, მთავრობა არ აღიარებს პრობლემას, არ ცვლის საბიუჯეტო პოლიტიკას, ვერ ელევა გაბერილ ბიუროკრატიულ ხარჯს და წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვას ვალების აღებით ცდილობს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს, 3 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 42 თეთრზე ოდნავ ნაკლებია. ოფიციალურს 5-6 თეთრით აჭარბებს კომერციული ბანკების გაცვლითი კურსი.

XS
SM
MD
LG